ქობულეთის მუნიციპალიტეტში მინისტადიონი აშენდა

468

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, გელაურის დასახლებაში მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, მინი სპორტული მოედანი მოეწყო. ინფორმაციას ქობულეთის მუნციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე წყაროს თანახმად, ახალ სპორტულ მოედანზე მერიასა და საკრებულოს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა. შეჯიბრი წარმომადგენლობითი ორგანოს უპირატესობით დასრულდა.

“გელაურში სტადიონის მშენებლობისთვის მერიამ 85 033 ლარი დახარჯა. პროექტის ფარგლებში მოედანი დეკორატიული ღობით შემოიფარგლა, დაიგო ხელოვნური საფარი და დამონტაჟდა გარეგანათების სისტემა.

სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, გასულ წელს, 547 482 ლარი დაიხარჯა. მოეწყო 4 და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 6 სპორტულ მოედანს”,ნათქვამია მუნიციპალიტეტის ინფორმაციაშია.