ჩოხატაურის საკრებულოსა და მერიაში ხელფასები გაიზარდა

632

კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში და, მათ შორის, ჩოხატაურში, მერიისა და საკრებულოს თანამდებობის პირებს და ასევე, სპეციალისტებს ხელფასები გაეზარდათ. მიუხედავად ამისა, მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ანაზღაურება კვლავ 2 650 ლარი იქნება. მათ განხორციელებული ცვლილებით არ უსარგებლიათ. შესაბამის ინფორმაციას გურიანიუსი ავრცელებს.

ამავე წყაროს თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ხელფასი 2 100 ლარი იქნება,  კომისიების თავმჯდომარეების – 1700 ლარი.