საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე სპეციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება

379

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე სპეციალური ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება. თენგიზ შერგელაშვილმა შეხვედრები უკვე გამართა ევროსაბჭოს გენერალურ მდივანთან და ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტთან. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება საქართველოში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაზე გაკეთდა.