ბათუმის მუნიციპალური ავტოპარკის ტექდათვალიერება გადაიდო

1066

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერების შესახებ 2018 წლის 1 იანვარს შევიდა ძალაში. გამკაცრებული რეგულაციების დაკმაყოფილება, ყველა ავტომანქანისთვის სავალდებულოა, მათ შორის ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტისთვის, რომელმაც შემოწმება გადაავადა. ტექნიკურად გაუმართავი ავტობუსები, რომლითაც ბათუმელები დღემდე სარგებლობენ, შემოწმებამდე უნდა შეკეთდეს – ამბობენ ავტოტრანსპორტში. ინფორმაციას “აჭარის ტელევიზია” ავრცელებს.

ახალი, გამკაცრებული რეგულაციების ამოქმედებამდე, მუნიციპალური ავტობუსების შემოწმება მანამდეც სავალდებულო იყო. შესაბამისად, ბათუმის ავტოტრანსპორტის ავტობუსები კონტრაქტორმა კომპანიამ შეამოწმა, გასული წლის აგვისტოში 150 ავტობუსიდან  ტექდათვალიერება 20 სატრანსპორტო საშაულებამ ვერ გაიარა.

უცნობია გამკაცებული რეგულაციების პირობებში რამდენი მუნიციპალური ავტობუსი გაივლის შემოწმებას.