ხულოში ბიზნესიდეებისთვის მილიონიანი გრანტი გაიცემა

784

სოფლის განვითარების და დივერსიფიკაციის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში, ხულოს მუნიციპალიტეტში 1 მილიონი ევროს ოდენობის გრანტების გაცემა იგეგმება, რომელიც მუნიციპალიტეტის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისთვის იქნება მიმართული. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

პირველ ეტაპზე ბიზნესიდეების კონკურსი გამოცხადდება, გადარჩეული კონკურსანტები ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მხარდაჭერით შეირჩევიან. მეორე ეტაპზე კი ბიზნესგეგმის შემუშავება მოხდება.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება ხულოში მცხოვრებლებს შეუძლიათ. გრანტები ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ განხორციელებული ევროგაერთიანების პროექტის – „ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობის“ ფარგლებში გაიცემა.