შეხვედრები შიდა ქართლში

505

პროექტის “თვითმმართველობის რეფორმის რეგიონული ინიციატივა” ფარგლებში, რომელსაც ,,სიდას” ფასილიტაციით შექმნილი სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელი (R-CSN) ახორციელებს, არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ქართლოსი” შიდა ქართლის სოფლებში შეხვედრები გამართა, სადაც განხილულ იქნა ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი მექანიზმის შექმნის საკითხი, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაა.

შეხვედრები სოფელ ბრეთში, კეხიჯვარში, ნიქოზში და ვარიანში ჩატარდა.
შეხვედრებზე განხილულ იქნა მოსახლეობის ჩართულობის დამატებითი ფორმების შექმნის საჭიროება, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ვალდებულება, საზოგადოებრივი თვითმმართველობის ტერიტორიული არეალის განსაზღვრა, მათი სტატუსი, შექმნის წესი და სტრუქტურა.

პროექტი დაფინანსებულია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს” მიერ.