თენგიზ შერგელაშვილი ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის 24-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას

438

19-22 მარტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის 24-ე სესიაში – “ევროპის კრიზისი – გამოწვევები ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიისთვის” მიიღებს მონაწილეობას.

როგორც “პირველს” სამინისტროდან აცნობეს, შერგელაშვილი კონგრესის სესიაზე სპეციალური სტუმრის სტატუსითაა მიწვეული.

სესიის გახსნის დღეს – 19 მარტს საქართველოში ადგილობრივი და რეგიონული დემოკრატიის მდგომარეობას განიხილავენ. მინისტრის პირველი მოადგილე სესიაზე სიტყვით გამოვა და საქართველოში არსებულ ვითარებასა და ადგილობრივი თვითმმართველობის დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით ვრცელ მოხსენებას გააკეთებს.

გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, თენგიზ შერგელაშვილს ევროსაბჭოში მაღალი დონის სხვა შეხვედრებიც ექნება. ხვალ მინისტრის პირველი მოადგილე ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიონ იაგლანდს და ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის პრეზიდენტს ჰერვიგ ვან სტაასს შეხვდება.

შერგელაშვილის ვიზიტი 22 მარტს დასრულდება.

იხილეთ რესურსი