ბიძინა ივანიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შესახებ

434

ბიძინა ივანიშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შესახებ: “ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმას, რომელიც ჩემთვის ყოველთვის იყო პრიორიტეტი და დღესაც ასე მიმაჩნია, პირადად ჩემთვის და ჩემი გუნდისათვის, რამეთუ კარგად ვაცნობიერებთ პრობლემას ძირითადს, რომ საზოგადოებას აკლია ჩართულობა და საზოგადოება ვერ ასრულებს იმ ფილტრის როლს. ვერ ახერხებს დღემდე აკონტროლოს ხელისუფლება და ბოლო 20 წლის განმავლობაში რაც გვქონდა ჩვენ პრობლემები, მე ვფიქრობ, რომ ძირითადი პრობლემა აქედან გამომდინარეობს, რომ ჩვენ ვერ ვისწავლეთ საკუთარი ქვეყნის მართვა, რაც გამოიხატება იმაში, რომ საზოგადოება უნდა იყოს აქტიური საკუთარი ხელისუფლების კონტროლში. ამისათვის ჩემი აზრით და ეს ჩემი ინიციატივა იყო თავშივე, როგორც შემოვედი პოლიტიკაში, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერება არის ძირითადი ბერკეტი, რომ საზოგადოებამ იგრძნოს და მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის მართვაში და ხელისუფლების კონტროლში. სწორედ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლერებით და იმდენი უფლების გადაცემით და არანაკლების რეგიონებში უნდა დაირღვეს დემოკრატიული ცენტრალიზმი, ეს საშინელება, რაც ჩვენ მივიღეთ განსაკუთრებით გამკაცრებული ბოლო 9 წლის განმავლობაში და სამართლიანი ბერკეტები ძალიან დიდი უნდა გადაეცეს რეგიონებს. სწორედ ამისათვის ჩვენ მოვახერხეთ და საქართველოს მთავრობაზე უკვე განვიხილეთ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მართვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სტრატეგია თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც უნდა მომზადდეს რეფორმისათვის საჭირო საკანონმდებლო ინიციატივათა პაკეტი. რეფორმის შედეგად ჩამოყალიბდება ორდონიანი მუნიციპალური და რეგიონალური თვითთმართველობა. გაიზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა, ხოლო სოფლებისაგან ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც ფორმირდება მუნიციპალიტეტები, ხოლო მათი მმართველი რგოლები იქნება არჩევითი. “,- განაცხადა პრემიერმინისტრმა