მარნეულის მერიაში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით იმსჯელეს

837

მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლება შპს “ორგანული ნარჩენების საწარმოს” დირექტორ შეხვდა. ინფორმაციას მარნეულის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

სამუშაო შეხვედრაზე საწარმოს დირექტორმა, ირაკლი ბურნაძემ, თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებს მცირე პრეზენტაცია წარუდგინა, რომელშიც ასახული იყო 2018–2020 წლების საწარმოს განვითარების სამოქმედო გეგმა. ასევე, საწარმოს დირექტორმა დამსწრეებს დეტალურად გააცნო საწარმოში არსებული მდგომარეობა, განვითარების ხედვა და პრიორიტეტები.

პრეზენტაციის შემდგეგ, შეხვედრის მონაწილეებმა საწარმოს მნიშვნელობაზე იმსჯელეს და ერთად დასახეს სამომავლო გეგმები.

შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი თემურ აბაზოვი, მერის მოადგილეები ზაურ ტაბატაძე და ლაშა ლობჯანიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი, საკრებულოს დეპუტატები და მერიის თანამშრომლები.