ცაიშისა და ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულებში საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

361

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცაიშისა და ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულებში (კურორტის მონაკვეთი) საავტომობილო გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგება მეტრზე 1200, რისთვისაც რეგიონებში განსახორცილიელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 437 000 ლარია გამოყოფილი.

ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ რეაბილიტაციის პირველი ეტაპის დროს გზის საფარი 500 მეტრზე დაიგო.