ბიძინა ივანიშვილი: საზოგადოება უნდა იყოს აქტიურად ჩართული ხელისუფლების კონტროლში

417

,,საზოგადოება უნდა იყოს აქტიურად ჩართული საკუთარი ხელისუფლების კონტროლში”, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას და აღნიშნა, რომ მისი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმაა.

,,ადგილობრივი თვითმმართველობების რეფორმა ჩემი და ჩვენი გუნდისთვის პრიორიტეტია. რამეთუ კარგად ვაცნობიერებთ პრობლემას ძირითადს, რომ საზოგადოებას, აკლია ჩართულობა და საზოგადოება ვერ ასრულებს ფილტრის როლს და ვერ ახერხებს აკონტროლოს ხელისუფლება და ბოლო 20-30 წლის განმავლობაში ჩვენ რა პრობლემებიც გვქონდა ვფიქრობ, ძირითადი პრობლემა აქედან გამომდინარეობდა, რომ ჩვენ ვერ ვისწავლეთ საკუთარი ქვეყნის მართვა, რაც გამოიხატება იმასში, რომ საზოგადოება უნდა იყოს აქტიურად ჩართული საკუთარი ხელისუფლების კონტროლში”, -განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

იხილეთ რესურსი