ახალციხის მერიის წინააღმდეგ ყოფილი თანამშრომლების საქმის განხილვა იწყება

833

ახალციხის რაიონული სასამართლო ახალციხის ადგილობრივი თვითმმართველობიდან გათავისუფლებული თანამშრომლების საქმის განხილვას იწყებს. პირველი პროცესი დღეს, 9 თებერვალს გაიმართება. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

ეკა ტატალაშვილისა და თეა ბაღდოშვილის სასარჩელო მოთხოვნა სამსახურში აღდგენა და იძულებთ განაცდურის ანაზღაურებაა.  ამ საქმეზე პირველი სხდომა პირველ თებერვალს უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შუამდგომლობით გადაიდო.

ეკა ტატალაშვილი და თეა ბაღდოშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში რამდენიმე წელიწადი მუშაობდნენ. ეკა ტატალაშვილი 2014 წლიდან, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, კადრების და წერილების საკითხებში, უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე მუშაობდა. 2015 წლის იანვრიდან, მერიაში, საორგაიზაციო საკითხებში სპეციალისტი იყო თეა ბაღდოშვილი. რანჯირების მიხედვით, ორივე მათგანს მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის წოდება ჰქონდა. მუნიციპალიტეტების რეორგანიზაციის შემდეგ, მერიაში, არცერთი მათგანი აღარ დაასაქმეს.