ხობის სოფელ საჯიჯაოში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა

637

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯიჯაოში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია დასრულდა. ხობის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. 

საჯიჯაოს საბავშვო ბაღი 80 აღსაზრდელზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო შენობის ინტერიერი და ექსტერიერი, ბაღის ეზო და სათამაშო მოედანი. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 174 ათას ლარს შეადგენს.

რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან შონიამ, პარლამენტარებთან და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

უწყების ცნობით, 2013 წლიდან დღემდე, ხობის მუნიციპალიტეტში აშენდა ერთი, რეაბილიტირდა 22 და სრულად კეთილმოეწყო 4 საბავშვო ბაღი.