ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას 5 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია დასრულდა

793

ქუთაისში, საღორია-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას 5 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები 2017 წლის ნოემბერში დაიწყო. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 2 992 801 ლარი შეადგინა.

შესრულებული სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ დაათვალიერა.

უწყების ცნობით ეს გზა ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია, რეაბილიტირებული მონაკვეთი აჯამეთის სახელმწიფო ნაკრძალს გაივლის.

პროექტის ფარგლებში დაიგო ორფენიანი ასფალტ–ბეტონის საფარი, გაკეთდა ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობის სამუშაოები.