რუსთავის მოსახლეობას პრობლემების მაქსიმალურად ხანმოკლე პერიოდში მოგვარებას დაპირდნენ

494

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, თავმჯდომარის მოადგილე, ნინო ქავთარაძე, ჟიული შარტავას სახელობის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი ამირან ჯანჯღავა, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მალხაზ კომლაძე და საკრებულოს წევრი, გიორგი ჭანტურია ამავე ოლქის მოსახლეობას შეხვდნენ.

ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, წარმომადგენლობითი ორგანოს პირველი პირი და მაჟორიტარი დეპუტატი პირადად ეცნობოდნენ მოსახლეობის პრობლემებს.

“შეხვედრაზე წამოიჭრა რამდენიმე გადაუდებლად მოსაგვარებელი საკითხი, გაკეთდა აქცენტები სამომავლო გეგმებზეც. ოლქის მაჟორიტარი, მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, მისი კომპეტენციის ფარგლებში, არსებული პრობლემების მაქსიმალურად მოკლე დროში მოგვარებას შეეცდება. ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე და მაჟორიტარი დეპუტატები მსგავსი ფორმატის შეხვედრებს მოსახლეობასთან რეგულარულად გამართავენ”,-აცხადებენ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.