საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი რეგიონულ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველოს რეფორმის შესახებ საუბრობს.

428

როგორც ივანიშვილი აცხადებს, საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა ისაა, რომ დღემდე ვერ ახრეხებს ხელისუფლების კონტროლს, ამის უზრუნველსაყოფად კი თვითმმართველობების გაძლიერება პრემიერს საუკეთესო ბერკეტად მიაჩნია.

ივანიშვილი ამბობს, რომ თვითმმართველობებს უნდა გადაეცეთ იმდენი უფლებები, რამდენიც შესაძლებელია და არცერთ შემთხვევაში ნაკლები.

პრემიერის განმარტებით, რეფორმის შედეგად ჩამოყალიბდება ორდონიანი მუნიციპალური და რეგიონული თვითმმართველობა, გაიზრდება თვითთმმართველი ქალაქების რაოდენობა, ხოლო სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები, რომლის ბაზაზეც ფორმირდება მუნიციპალიტეტები, მათი მმართველი რგოლები კი არჩევითი იქნება.

ივანიშვილი ამბობს, რომ ამავე დროს 3500 სოფელში შეიქმნება საზოგადოებრივი თვითმმართველობის საბჭოები, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩაერთვებიან, რის შედაგადაც გაიზრდება სამოქალაქო ჩართულობის დონე.

პრემიერის თქმით, მთავრობამ უკვე განიხილა რეგიონული სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სტრატეგია თვითმმართველობის რეფორმაზე, რომლის მიხედვითაც უნდა მომზადდეს რეფორმისთვის საჭირო საკანონმდებლო პაკეტი.

იხილეთ სრულად