კვლევა: ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო და მერია ინფორმაციას სრულად არ აქვეყნებენ

1317

“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მუნიციპალიტეტებში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მონიტორინგის ფარგლებში, ფოთის მუნიციპალიტეტის შედეგებს აქვეყნებს.

შედეგების მიხედვით, ვებ-გვერდებზე სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის, კერძოდ, მერიის შემთხვევაში გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის 70%, საკრებულოში შემთხვევაში კი 57,5 % არ ქვეყნდება.

  • ფოთის საკრებულომ 2016 წლის 26 თებერვალს მიღებული დადგენილებით განსაზღვრა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი;

  • მიღებული დადგენილება მიესადაგება მთავრობის N219 დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რომელიც ადგენს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაღალ სტანდარტს;

  • თუმცა, მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდებზე (www.poticity.ge და www.poti-sakrebulo.ge) განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას;

  • არასრულად ქვეყნდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დაფინანსების და ხარჯთაღრიცხვის შესახებ, არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა და ქონების პრივატიზირების შესახებ;

  • არ ქვეყნდება ინფორმაცია საკრებულოს დაგეგმილი სხდომისა და დღის წესრიგის თაობაზე, არ არის ხელმისაწვდომი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და დასახლების საერთო კრებების ოქმები და ა.შ.