კვლევა: ჩხოროწყუს მერია და საკრებულო ინფორმაციის ნახევარზე მეტს არ აქვეყნებენ

1140

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მოქმედი პრაქტიკის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” კვლევა მოამზადა.

კვლევის მიხედვით, მერიისა და საკრებულოს ვებ-გვერდზე (www.chkhorotsku.gov.ge)  განთავსებული ინფორმაცია არ პასუხობს დადგენილებით ნაკისრი პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხას, კერძოდ, მერიის შემთხვევაში გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის 56,8%, საკრებულოში შემთხვევაში კი 55 % არ ქვეყნდება.

ორგანიზაციის ცნობით, არასრულად ქვეყნდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დაფინანსების და ხარჯთაღრიცხვის შესახებ, არ არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული შესყიდვებისა და ქონების პრივატიზების შესახებ.

კვლევში ასევე წერია, რომ არ ქვეყნდება ინფორმაცია საკრებულოს დაგეგმილი სხდომისა და დღის წესრიგის თაობაზე, არ არის ხელმისაწვდომი სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსა და დასახლების საერთო კრებების ოქმები და ა.შ.