ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ნაციონალ წევრს მირდატ ქამადაძეს კანონდარღვევაში ადანაშაულებს

1009

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე ფრაქცია ნაციონალური მოძრაობისი დეპუტატს კანონდარღვევაში ადანაშაულებს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

სულიკო თებიძის თქმით, მირდატ ქამადაძე საკრებულოს წევრობასთან ერთად საადვოკატო საქმიანობას აგრძელებს, რაც თვითმმართველობის კოდექსა და ადვოკატთა შესახებ კანონს ეწინააღმდეგება. საკრებულოს თავმჯდომარეს არ დაუკონკრეტებია, ვის გაუწია ადვოკატირება ქამადაძემ ან რა სახის სანქციებს გამოიყენებს მის წინააღმდეგ.

“ფიქსირდება მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევის ფაქტები. აღნიშნული ფაქტის შესახებ მივმართავთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას. მირდატ ქამადაძეს მოვუწოდებ გააგრძელოს საქმიანობა, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირმა ან როგორც კერძო ადვოკატმა, წინააღმდეგ შემთხვევაში მის წინააღმდეგ განხორციელდება კანონით გათვალისწინებული სანქციები”- განაცხადა სულიკო თებიძემ.