გორის მერი ევროკავშირის, ევროკომისიის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა

1447

გორის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირის, ევროკომისიისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
გორის მერმა მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პოტენციალის შესახებ სტუმრებისთვის პრეზენტაცია გამართა და ევროკავშირისგან მიღებული გრანტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

კონსტანტინე თავზარაშვილმა დელეგაციის წევრებს ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერებინა, სადაც მიღებული გრანტით ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება იგეგმება.

ევროკავშირის ახალი ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ლიდერის პიტერ კორსბის განცხადებით, პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებასა და თანხების შემოდინებას, რაც აისახება ეკონომიკური ზრდაზე.

ევროკავშირმა გორთან ერთად საქართველოში ბოლნისისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტებიც დააფინანსა.

გორის მუნიციპალიტეტმა ლომჭააბუკის მიმდებარე ტერიტორიის გასავითარებლად ევროკავშირისგან გრანტი გასული წლის დეკემბერში მოიპოვა.
გრანტის მიმღები მუნიციპალიტეტები შეირჩნენ ევროკომისიის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ადგილობრივი ადმინისტრაციებისათვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში 2017 წლის ბოლოს.