2018 წელს თეთრიწყაროში 5 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება

671

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 5 პროექტისთვის 1 996 747 ლარს მიიღებს.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოხმარდება. კერძოდ, სოფელ ქოსალარში მისასვლელი ცენტრალური გზის რეაბილიტაცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან 760,000 ლარით დაფინანსდება, ხოლო ქალაქ თეთრიწყაროში დუმბაძის ქუჩისა და დუმბაძის ქუჩის I ჩიხის რეაბილიტაციაზე რეგფონდიდან 223,005 ლარი დაიხარჯება.

ამავე ფონდიდან ქალაქ თეთრიწყაროში ჯავახიშვილის ქუჩის  ჩიხების რეაბილიტაციისთვის 160,145 ლარია გამოყოფილი.

გარდა ამისა, სოფელ მაწევანში მისასვლელი ცენტრალური გზის მოასფალტებაზე 380,000 ლარი დაიხარჯება, ასევე პროექტშია სოფელ ახაშენის გზა, რისთვისაც რეგფონდიდან 473,597 ლარია გათვალისწინებული.