ხაშურის საკრებულოში ,დამოუკიდებლებმა და “პატრიოტთა ალიანსის” წევრებმა ფრაქცია შექმნეს

610

ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია ,,პატრიოტთა ალიანსი – დამოუკიდებლები” შეიქმნა. 4 წევრისგან შემდგარ გაერთიანებას ,,დამოუკიდებელი” დეპუტატი მიხეილ კაპანაძე ხელმძღვანელობს. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

ახალი ფრაქციის წევრები არიან: მიხეილ კაპანაძე, ალექსანდრე სვიმონიშვილი, ნოვე ტაბატაძე და აკაკი ჩიტაძე. აქედან, ნოვე ტაბატაძე და მიხეილ კაპანაძე ,,დამოუკიდებლები” არიან, ხოლო ალექსანდრე სვიმონიშვილი და აკაკი ჩიტაძე საკრებულოში ,,პატრიორტთა ალიანსიდან” შევიდნენ.

მანამდე საკრებულოში 5 ფრაქცია იყო: 1. ,,ქართული ოცნება”; 2. ,,ქართული ოცნება – კონსერვატორები”; 3. ,,ქართული ოცნება – მრწველები”; 4. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”; 5. ,,ევროპული საქართველო – ლეიბორისტები”.

გასული წლის 31 დეკემბერს თვითმმართველობის კოდექსში ცვლილებები შევიდა. ცვლილების თანახმად, ადგილობრივ საკრებულოებში ფრაქციებს, რომლებშიც, სულ მცირე, 5 წევრია, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის შტატი დაემატათ. ასევე, დაწესდა ფრაქციების თავმჯდომარეების მოადგილეთა რაოდენობის ზედა ზღვარი – ის უნდა იყოს ერთ საკრებულოში არაუმეტეს ოთხისა.