კასპის სოფლები დოესი და თელიანი გაზიფიცირდება

2275

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მიმდინარე წელს, კასპის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში: დოესსა და თელიანში გაზიფიცირების სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

სამუშაოების შესასრულებლად სომხეთის რესპუბლიკაში რეგისტირებულ სამშენებლო კომპანია ,,შაჰარტთან” ხელშეკრულება უკვე მზადდება.

გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში, 31 იანვარს ჩატარებული სხდომის ოქმის მიხედვით, ,,შაჰარტმა” შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე წარადგინა. სამუშაოებს 1 მლნ 440 ათას ლარად შეასრულებს.

ეს კომპანია წელსვე განახორციელებს ქვახვრელისა და უფლისციხის გაზიფიცირების სამუშაოებს. ოთხივე სოფელი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს.