ამბროლაურში ახალი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს

ამბროლაურში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთის მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

პროექტის ღირებულება 571 111 ლარს შეადგენს.  მიმდინარე სამუშაოები სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა არჩილ ჯაფარიძემ და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ დაათვალიერეს.

სპორტული მოედნის დასრულების შემდეგ რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეს საშუალება მიეცემა უმასპინძლოს როგორც სხვადასხვა საფეხბურთო კლუბის სპორტულ შეკრებებს, ისე ეროვნულ და საერთაშორისო დონის ტურნირებს.

სპორტული მოედნების მშენებლობა ხელს შეუწყობს სპორტული ტურიზმის განვითარებას და ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.

მსგავსი სიახლეები