დუშეთს რეგფონდიდან მხოლოდ ორი პროექტი დაუფინანსდა

862

დუშეთის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ამ დროისთვის მხოლოდ ორი პროექტი დაუფინანსდა. პროექტებიდან ერთი წყალმომარაგების, მეორე კი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებია.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერით სოფელ ქუბრიაანთკარის წყალმომარაგებისქსელის რეაბილიტაციაა დაგეგმილი, რომელზეც რეგფონდნიდან 357,304 ლარი გამოიყოფა.

რაც შეეხება მეორე პროექტს, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება წითელსოფლი-ბულაჩაურის საავტომობილო გზის კმ-1 მონაკვეთს. სამუშაოები ცენტრალური ბიუჯეტიდან 142,241 ლარით დაფინანსდება.

ჯამში, ამ ეტაპზე, დუშეთის მუნიციპალიტეტს 499 545 ლარი აქვს გამოყოფილი.