ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა

928

ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ გლოლაში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა. ონის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების სამშენებლო სამუშაოებმა 109 721 ლარი შეადგინა. საბავშვო ბაღი, სადაც ამ ეტაპზე 9 აღსაზრდელი ისწავლის, თანამედროვე, ეკოლოგიურად უსაფრთხო ინვენტარით არის აღჭურვილი.

ბაღის გახსნაზე რაჭა-ლეჩუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორი არჩილ ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.