ბორჯომის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში, იანვარში 89 892 ლარის დაფინანსება გასცა

641

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური პროგრამების ფარგლებში, იანვრის თვეში 89 892 ლარის დაფინანსება გასცა. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

მერიის ცნობით, ამ თანხით მუნიციპალიტეტი 367 ბენეფიციარს დაეხმარა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის ლევან ლიპარტიას განმარტებით, 50 030 ლარი 112 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო, მედიკამენტების შესაძენად კი 81 ბენეფიციარი 14 812 ლარით დაფინანსდა. მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს 4 და მეტ შვილიანმა ოჯახებმა, შშმ პირებმა, გამოჩენილმა ადამიანებმა, ახალდაქორწინებულებმა, ახალშობილებმა, 100 წელს გადაცილებულმა პირებმა და დედ–მამით ობოლმა ბავშვებმა.

ბორჯომში მოქმედი სოციალური პროგრამები ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სპეციალურად მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეებისათვის შეიქმნა და ითვალისწინებს, მერიის დახმარებას როგორც სოციალურად დაუცველ ბენეფიციარების, ასევე მუნიციპალიტეტის ნებისმიერ მცხოვრებისთვის.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ მოქალაქეთა მდგომარეობის გაუმჯობესება ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც ამ პროგრამების მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმატებით განხორციელებაც ადასტურებს.