სენაკში საბავშვო ბაღი გაიხსნა

1539

სენაკში ორსართულიანი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი გაიხსნა. საბავშვო ბაღში მოეწყო სასადილო და საძინებელი ოთახები, სამზარეულო და სველი წერტილები, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობისა და სავინტილაციო სისტემა, ასევე ბაღი შშმ პირებისათვის ადაპტირებულია, აღჭურვილია ახალი ინვენტარით. ბაღი 90 აღსაზრდელზეა გათვლილი.

ბაღის მშენებლობაზე 280 000 ლარი დაიხარჯა.

პროექტი განხორციელდა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით.

2013 წლიდან დღემდე, სენაკის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 26 და აშენდა სამი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შენობა.