საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა იგეგმება

420

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა არის დაგეგმილი. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული რეფორმა პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო და საქართველოს მთავრობის პროგრამით არის გათვალისწინებული.

„ეს არის ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებისათვის საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობების მეტად განვითარებას, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ადგილობრვი მოსახლეობის უფრო ფართო მონაწილეობას ასევე ხელისუფლების მეტ დეცენტრალიზაციას. ის ბევრი ფუნქცია, რომელიც დღეს ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს, დროთა განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე უნდა დავიდეს. ამ საკითხს განვიხილავთ და მის შედეგებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გაგაცნობთ“, _ განუცხადა ჟურნალისტებს დავით ნარმანიამ.

იხილეთ რესურსი