USAID-ი ახმეტის მუნიციპალიტეტში მცირე გრანტების პროგრამას განახორციელებს

839

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) პროექტ „ზრდას“ ფარგლებში, ახმეტის მუნიციპალიტეტის ცხრა თემში, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მცირე გრანტების პროგრამას განახორციელებს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

მცირე გრანტების პროგრამა ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობასა და ტურიზმში ჩართულ 60-მდე მცირე ბიზნესს განავითაროს ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. პროექტი ხუთ წლიანია და 20 მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს.

USAID-ის ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორის, ვერონიკა ლის განცხადებით, პროექტი მაღალმთიანი რეგიონის ეკონომიკურ და ტურისტული პოტენციალის გაზრდას გულისხმობს. განსაკუთრებით ის მნიშვნელოვანია მაღალმთიანი თუშეთის განვითარებისთვის. 85 ათასი დოლარის პროექტი 60 ერთეულზეა გათვლილი.

USAID-ის პროექტი „ზრდა“ ახმეტის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პროექტებს პანკისის ხეობაშიც ახორციელებს.