“ნიუ პროჯექტის” დირექტორს ახალციხის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 000 ლარის მითვისებას ედავებიან

687

შპს „ნიუ პროჯექტის“ დირექტორს დავით ჩაჩანიძეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 000 ლარის მითვისებას ედავებიან. ფინანასთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დავით ჩაჩანიძე პასუხისგებაში მისცა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

საქმე ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში 2015 წელს განხორციელებულ პროექტს ეხება. გამგეობამ ტენდერი 2015 წლის აგვისტოში ახალციხის სოფლების ჭვინთის, ტატანისისა და კლდის სასმელი წყლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 91 196 ლარი იყო. შპს „ნიუ პროჯექტმა“ ტენდერი 86 500 ლარად მოიგო.

დავით ჩაჩანიძეს ისხლის სამართლის კოდექსის 182–ე მუხლით ედება ბრალი, რაც მითვისება–გაფლანგვას გულისხმობს. ჩაჩანიძეს აღკვეთის ღონისძიებად ახალციხის რაიონულმა სასამართლომ გირაო შვიდი ათასი ლარი შეუფარდა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი განხორციელდა და აღნიშნულ სოფლებს წყალი მიეწოდებათ.