მისაქციელში სასმელი წყლის მიწოდება აღდგა

436

მისაციელში, დაზიანებული სისტემის აღდგენის შემდეგ, სასმელი წყალი მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება. ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, მისაქციელის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, შპს “მცხეთის სოფწყალიმა“ დაზიანებული სასმელი წყლის სისტემა აღადგინა.

მწყობრიდან გამოსული წყლის მისაწოდებელი ძრავების გამო, სასმელი წყალი მისაქციელის, ახალუბნისა და სელექციის დასახლების მოსახლეობას არ მიეწოდებოდა. შესაბამისად, გამოიცვალა და დამონტაჟდა უფრო მძლავრი ძრავები და ამჟამად, აღნიშნულ სოფლებს სასმელი წყალი შეუფერხებლად მიეწოდება.