მერეთი-გუგუტიანთკარის გზაზე დაგროვებულ ნაგავს ტრაქტორი მდინარეში ყრის

996

გორის მუნიციპალიტეტში, მდინარე ჭარებულა ყოველწლიურად ნაგვით ივსება. ამის შესახებ ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა გამოცემას უთხრეს, რომ ეს ამბავი 20 წელია გრძელდება. საყოფაცხოვრებო ნარჩენებს ძირითადად მერეთი-კოშკა-არბო-გუგუტიათკარის გზაზე ყრიან.

თემის დამოუკიდებელი წარმომადგენელი საკრებულოში, მერაბ მახარაშვილი ამბობს, რომ სავარაუდოდ ეს პროცესი მიმდინარე, 2018 წელს დასრულდება. მისი თქმით, 5 თებერვალს ახალი გზის დაგების შესახებ, გორის მერია ტენდერს გამოაცხადებს. სამუშაოების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, გზა ნაგვისგან გაიწმინდება.