ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დასუფთავების გადასახადი დაწესდა

937

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში დასუფთავების მოსაკრებელი დაწესდა. ეს გადაწყვეტილება ზუგდიდის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო და შესაბამისი დადგენილებაც გამოსცა. ინფორმაციას livepress.ge ავრცელებს.

დადგენილების თანახმად, ადმინასტრაციულ ერთეულებში დასუფთავების გადასახადი კომლზე 1 ლარია. ქალაქის ტერიტორიაზე კი მოსაკრებლის ოდენობა ერთ სულზე 50 თეთრია.