ყვარლის მერიის სამსახურის უფროსებმა თანამდებობები დატოვეს

526

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, დავით ქანდაურიშვილმა, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, თემურ კოკორაშვილმა და ა.ა.ი.პ ( არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირი) “ილიას ტბის“ ხელმძღვანელმა, მალხაზ ხაბარაშვილმა, თანამდებობები დატოვეს.

speqtri.ge-სთან ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ სესიაშვილმა განაცხადა, რომ განცხადება საკუთარი სურვილით დაწერეს.

“გაუქმდა სოფლის მეურნეობის სამსახური და ბუნებრივია ეს რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდა. ამის საფუძველზე შტატები შეიკვეცა, დარჩა მხოლოდ ის შტატები, რომელიც მუნიციპალიტეტს გამოადგება.“-აღნიშნა ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ სამ თანამდებობაზე კონკურსი სავარაუდოდ, მომავალ კვირას გამოცხადდება.