გორის საკრებულოს ახალი წევრის ვინაობა ცნობილია

480

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ირმა ამბარდნიშვილი იქნება. Trialeti.ge-ის ინფორმაციით,  ირმა ამბარდნიშვილი კულტურისა და განათლების მიმართულებით იმუშავებს.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უკვე ყოფილი წევრი, თეონა მაისურაძე, რომელმაც დეპუტატის მანდატი პირველ თებერვალს დატოვა, საზღვარგარეთ სასწავლებლად მიდის. ამის შესახებ ინფორმაციას “შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი” ავრცელებს.

აღნიშნული წყარო დღის განმავლობაში ასევე იტყობინებოდა, რომ პარტიული სიის მიხედვით, საკრებულოს წევრი გიორგი ტურაშვილი გახდება, თუმცა ოფიციალური განაცხადი საკრებულოს აპარატში ჯერ არ შესულა.