ოზურგეთის საკრებულო სკოლის მოსწავლეებს ახალ პროექტს სთავაზობს

1032

ახალი ინიციატივა, “თვითმართველობა განათლებისთვის“ ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, მოქალაქეობრივი ცნობიერების ფორმირების პროცესში განათლების (სასკოლო, სამოქალაქო ) ხელშეწყობას იწყებს.

ამ მიზნით, პირველად, 2 თებერვალს, საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ოზურგეთის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეებს, პედაგოგებს, საკრებულოს წევრებსა და სხვა დაინტერესებული პირებს, ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რამდენიმე წიგნისა და ნაშრომის ავტორი, გიორგი კილაძე პროექტს, “სასკოლო ლიტერატურას“  წარუდგენს. ინფორმაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს. 

შეხვედრაზე დისკუსიის ფორმატში მონაწილეები განიხილავენ “ეროვნული ბიბლიოთეკის სასკოლო ლექსიკონთა ერთიანი ბაზის“, სასკოლო ლიტერატურის ციფრული ტექსტების ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებითს შესაძლებლობებს, რაც განათლების (სასკოლო, სამოქალაქო ) ხელშეწყობას უზრუნველყოფს.

გიორგი კილაძე აცხადებს, რომ პროექტების სრულყოფისათვის უმნიშვნელოვანესია მონაწილეთა აზრი, კრიტიკა, შენიშვნები, რეკომენდაციები “საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგანმანათლებლო პროექტის “სასკოლო ლიტერატურისა“ და პროექტში გაერთიანებული ციფრული რესურსების მიმართ.

“თვითმართველობის ინდექსის რეიტინგის ლიდერი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებითა და ინოვაციური მეთოდების დანერგვით წარმართავს საქმიანობას, თვითმართველობებიდან ერთ-ერთი პირველია, რომელიც მსგავსი ტიპის ინიციატივის რეალიზებას საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან თანამშრომლობით იწყებს”,-აცხადებენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში.