ჭიათურის მერმა ამერიკელ ექსპერტთან 24-საათიანი წყალმომარაგების პროექტი განიხილა

697

ჭიათურის მერი პაატა ნადირაძე და მერის პირველი მოადგილე გივი მოდებაძე წყლის ამერიკელ ექსპერტს კეილ კასეს შეხვდნენ. ინფორმაციას ჭიათურის მერია ავრცელებს.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჭიათურის მუნიციპალიტეტში არსებულ წყლის სისტემებს, ამ მიმართულებით პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს. ჭიათურის მერმა უცხოელ ექსპერტს მუნიპალიტეტის წყალმომარაგებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მერიის პრესსამსახურის თანახმად, მხარეებმა ქალაქის 24-საათიანი წყალმომარების პროექტზეც ისაუბრეს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო USAID – ის ჩართულობით, წყლის ხარისხის გაუმჯობესებასა და ამ სფეროს ეფექტიან ფუნქციონირებაზე მუშაობს. პირველ ეტაპზე არსებულ სისტემას სწავლობენ.