მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორმა მოსახლეობას დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

434

მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ლევან ზაუტაშვილი მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ავრცელებს. ამავე წყაროს ცნობით, გუბერნატორი ქსანსა და ციხისძირს ეწვია. ლევან ზაუტაშვილთან ერთად, შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ ფოლოდაშვილი, მერის წარმომადგენელი სოფელ ქსანში, გიორგი ჯიქია და მერის წარმომადგენელი სოფელ ციხისძირში, აღა ბაბაევი.

მათ შესრულებული სამუშაობი შეაჯამეს და ხალხისგან პრობლემების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

“სამხარეო ადმინისტრაციის პირველმა პირმა ადგილობრივებს მომდევნო წლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ აცნობა.მანამდე კი გუბერნატორი, სოფლის მაჟორიტარ დეპუტატებთან და მერის წარმომადგელებთან ერთად, წეროვანს, მისაქციელს, გალავანს, საგურამოს, ძეგვს, ნიჩბისსა და ლისს სტუმრობდა.

ლევან ზაუტაშვილმა მოსახლეობას პირობა მისცა, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, მუნიციპალიტეტში სამუშაობი აქტიურად გაგრძელდება და თითოეული პროექტის მიმდინარეობას ადგილობრივი ხელისუფლება მკაცრად გააკონტროლებს”,-აღნიშნულია მუნიციპალიტეტის ინფორმაციაში.