სამგორის გამგეობა 15-18 წლამდე ახალგაზრდებს ტოლერანტობაზე ტრენინგში მონაწილეობისთვის იწვევს

693

სამგორის რაიონის გამგეობა 15-იდან 18 წლამდე ახალაგზრდებისათვის საგანმანათლებლო კვირეულს ატარებს. კვირეულის მიზანია აამაღლოს ახალგაზრდებში ტოლერანტობის საკითხებზე ცნობიერება, ასევე მოტივაცია მისცეს ჩაერთონ ძალადობისა და ბულინგის წინააღმდეგ კამპანიაში.

3-დღიანი სწავლება ზამთრის ერთ-ერთ კურორტზე ჩატარდება 8 თებერვლიდან 11 თებერვლის ჩათვლით.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ, სამგორის რაიონის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 15_იდან 18 წლამდე ახალგაზრდებს. მათ სპეციალური სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ.