ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობით დასახლებულ სოფელ თივში ბიბლიოთეკა გაიხსნა

373

ყვარლის მუნიციპალიტეტის ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობით დასახლებულ სოფელ თივში, საჯარო სკოლის შენობაში ახლადგარემონტებულ სივრცეში ბიბლიოთეკა გაიხსნა. ინფორმაციას ყვარელის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ბიბლიოთეკა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის ეკატერინე სხილაძის ინიციატოვით და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ამოქმედდა.

ბიბლიოთეკის გახსნას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად საბიბლიოთეკო ასოციაციის წარმომადგენლები, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე დაესწრო და ბიბლიოთეკას საჩუქრად კომპიუტერი და წიგნები გადასცა.

სოფელ თივში ახლადგახსნილ ბიბლიოთეკას ადგილობრივი, რაიხმათ ზაურბეგოვა უხელმძღვანელებს.