ბორჯომის საკრებულომ მერიის ხელფასების ოდენობა ისევ ვერ დაამტკიცა

630

წინა სტატია

ბორჯომის საკრებულოში დღეს სხდომა იყო დანიშნული, რომელზეც ბორჯომის მერიის თანამშრომელთათვის ხელფასების ზრდაზე უნდა ემსჯელათ, თუმცა სხდომა ისევ ვერ ჩატარდა. მიზეზი კვლავ ქვორუმის არარსებობაა. ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

სხდომა 12:00 საათზე იყო ჩანიშნული და მას 28 დეპუტატიდან მხოლოდ 13 ესწრებოდა.

ოპოზიციური პარტიის დეპუტატები: ირმა ზედგინიძე და მამუკა ლურსმანაშვილი სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ დაესწრნენ. მმართველი გუნდის 13 დეპუტატი კი სხდომებს ბოიკოტს უცხადებს.

18 იანვრის სხდომაზე, მერია საკრებულოსგან გაზრდილი ხელფასების დამტკიებას ითხოვდა, რასაც წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, შესაბამისად მერიის თანამშრომლებს 22 იანვარს ხელფასები ვერ დაერიცხათ. ამ საკითხზე ბორჯომის საკრებულოს გუშინაც უნდა ემსჯელა, თუმცა სხდომა ვერ გაიმართა.