რუსთავში 15 თვის წინ რეაბილიტირებული აივნებიდან ბათქაში ცვივა

581

რუსთავში, კოსტავას გამზირზე აივნები ჩამოიშალა, რომლებიც 15 თვის წინ რეაბილიტირდა.

ამ აივნებზე ბათქაში უკვე დაბზარულია და ტროტუარზე ცვივა. ქუჩაზე გადაადგილება უსაფრთხო არ არის. არსებული ინფორმაციით,  სულ ოცამდე აივანია დაზიანებული.

როგორც ირკვევა, ტენდერის პირობის მიხედვით, კომპანიას ხუთი წლის განმავლობაში აღმოჩენილი ზიანის გამოსწორების ვალდებულება აქვს.