ხონის მერიამ და საკრებულომ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

557

ხონის მერიამ და საკრებულომ ორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ინფორმაციას ხონის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მემორანდუმს ხონის მერმა, ლადო ჯურხაძემ და საკრებულოს თავმჯდომარე, ვალერი ბახტაძემ მოაწერეს ხელი. შეთანხმების თანახმად, არასამთავრობო ორგანიზაციებმა “ნათელი მომავალი“ და “ნეოფილების კლუბმა“ თვითმმართველობის თანამშრომლებს ტრენინგები უნდა ჩაუტარონ. ტრენინგების მიზანია 2018 წელს საჯარო სამსახურის შესახებ კანონში შესული ცვლილებებზე ინფორმირების დონის ამაღლება. პროექტს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი აფინანსებს.