2017 წელს ახალციხის თვითმმართველობაში 180 500 ლარის პრემია/დანამატი გაიცა

638

2017 წელს, ახალციხის მერიასა და თემის გამგეობაში, ჯამში 180 500 ლარის პრემია/დანამატი გაიცა. პრემია 154–მა თანამშრომელმა მიიღო, ხოლო დანამატი 32–მა. ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე“ავრცელებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ამბობენ, რომ გასულ წელს ქალაქ ახალციხის მერიაში და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში თანამშრომლებზე პრემია ორჯერ გასცეს, – ახალ წელსა და აღდგომას, ხოლო დანამატი 11–ჯერ.

2017 წელს 154 თანამშრომელმა ჯამში 132 600 ლარის პრემია მიიღო, 32 თანამშრომელს კი 47 900 ლარის ოდენობის დანამატი ჩაერიცხა.