გორის მერიამ ევროკავშირის გრანტი მოიპოვა

647

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში 1 800 000 ლარის ღირებულების გრანტი მოიპოვა.

ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტის, “ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება ეკონომიკური ზრდისათვის“ საერთო ღირებულება 2 100 000 ლარს შეადგენს, აქედან მუნიციპალიტეტის მიერ თანადაფინანსების წილი 300 000 ლარია.

პროექტის განხორციელების პერიოდში (2018-2020) მოხდება ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ლომჭაბუკის სკვერისა და იქ არსებული საგამოფენო სივრცის რეაბილიტაცია, აშენდება საინფორმაციო ცენტრი, სატრენინგო და სუვენირების სარეალიზაციო სივრცე, მოეწყობა ტურისტული ავტო და ველოსადგომები, 4 500 გრძივი მეტრის ველობილიკი, 3-4 საზოგადოებრივი საპირფარეშო.

პროექტის მიზანია საჯარო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობით ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ტურიზმის სფეროში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესისათვის შესაძლებლობების შექმნა, ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, მათი უანრების გაძლიერება ტრენინგების, სტაჟირებისა და ბიზნეს-კონსულტაციების სერვისის გზით.

საგრანტო განაცხადი კონკურსში ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების ცენტრმა 2017 წლის მაისის თვეში შეიტანა.