ლაგოდეხის საკრებულოში გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის საკითხი განიხილეს

785

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფორმაციით, სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია უძღვებოდა.

იურიდიული კომისიის, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიისა და სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის საკითხი განიხილეს.
დებულება სოციალური, კულტურის, განათლებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, სალომე ღონღაძემ წარმოადგინა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა ბიუროს სხდომაზე გაგრძელდა. ბიუროს წევრებმა აღნიშნული საკითხების საკრებულოს სხდომაზე გატანას მისცეს რეკომენდაცია. საკრებულოს მორიგი სხდომა 2 თებერვალს გაიმართება.