მრჩეველთა ჯგუფი დეცენტრალიზაციის პროცესს შეუწყობს ხელს

515

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მრჩეველთა ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. ჯგუფი, მინისტრის განცხადებით, დეცენტრალიზაციის პროცესის ხელშემწყობი იქნება.

 

თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის საკითხებთან დაკავშირებით შექმნილი მრჩეველთა ჯგუფი თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო საქმიანობაში მიიღებს მონაწილეობას.

 

“ეს იყო პირველი შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და იმ დონორი ორგანიზაციების მონაწილეობით, რომლებიც ქვეყანაში მხარს უჭერენ დეცენტრალიზაციის პროცესს და ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებას. ადგილობრივი თვითმმართველობა დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და მის საქმიანობაში არ ვერევით. ჩვენი საქმიანობა რეგიონებში პროექტების კოორდინაციას გულისხმობს”, – განაცხადა ნარმანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

 

ექსპერტისა და კოალიცია “არჩევანი თავისუფლებისთვის” ლიდერის ირაკლი მელაშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტულ საკითხებზე არ უსაუბრიათ.

 

“ვისაუბრეთ, როგორ იფუნქციონიროს ჯგუფმა, როგორ შედგება თანამშრომლობა საპარლამენტო კომიტეტებთან, სამინისტროსთან, რას ელიან ჩვენგან”, – აცხადებს მელაშვილი.

 

იხილეთ რესურსი