ბორჯომის საკრებულოს სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა

670

წინა სტატია

დღეს ბორჯომის საკრებულოს სხდომაზე ბორჯომის მერიის თანამშრომელთა გაზრდილი ხელფასების საკითხი უნდა განეხილათ, თუმცა სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ვერ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

საკრებულოში ორი ოპოზიციონერი დეპუტატი ირმა ზედგინიძე და მამუკა ლურსმანაშვილი ვერ გამოცხადდნენ, დეპუტატების თქმით, მიზეზი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა. სხდომა 1 თებერვლისთვის გადაიდო.

18 იანვრის სხდომაზე, მერია საკრებულოსგან გაზრდილი ხელფასების დამტკიებას ითხოვდა, რასაც წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, შესაბამისად მერიის თანამშრომლებს 22 იანვარს ხელფასები ვერ დაერიცხათ.