ქუთაისის მერიამ ახალი ა(ა)იპ-ისთვის 3 463 000 ლარი გამოყო

632

ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებით, ახალი ა(ა)იპ “ქუთგანათების სერვისი” იქნება, რომლისთვისაც ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3 463 000 ლარი გამოყო.

ახალი ა(ა)იპ-ის ფუნქცია ქუთაისში გარეგანათების და შუქნიშნების მონტაჟი, ასევე ვიდეოკონტროლის სისტემების რეაბილიტაცია იქნება. წინა წლებში ამ სამუშაოების შესასრულებლად ქუთაისის მერია ტენდერებს აცხადებდა ხოლმე.

ქუთაისის მერიის გადაწყვეტილებას ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები აკრიტიკებენ.